„კარგია, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას და ცდილობენ მათზე ადეკვატურ რეაგირებას“-მდინარაძე

„კარგია, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას და ცდილობენ მათზე ადეკვატურ რეაგირებას“-მდინარაძე

„კარგია, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას და ცდილობენ მათზე ადეკვატურ რეაგირებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დღედ 2 მაისი შემოგვთავაზეს. ბუნებრივია პარლამენტისგან პრეზიდენტმა დასტური მიიღო“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარდგება. რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სდომაზე უნდა მივიდეს.
საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე პრეზიდენტი პარლამენტში არ გამოცხადებულა, ვინაიდან გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები