კამათით განიხილავდნენ საჩივრებს მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში.

კამათით განიხილავდნენ საჩივრებს მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში.

კამათით განიხილავდნენ საჩივრებს მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში. 32 საჩივრიდან კომისიის წევრებმა 31-ზე იმსჯელეს, ერთი კი არ განუხილავთ. სხდომა ურთიერთშელაპარაკების ფონზე, დაახლობით, 5 საათი გაგრძელდა.

შეხვედრის დასაწყისში კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, თუმცა კენჭისყრის ჩატარების შემდეგ, საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ შევიდა.

ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 7 საჩივარი დაკმაყოფილდა. რამდენიმე საარჩევნო უბნის მდივანსა და თავმჯდომარეს,ზოგიერთ რეგისტრატორსა და გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შენიშვნა გამოეცხადათ.

საჩივრების ძირითადი ნაწილი კენჭისყრის დღეს პროცედურული ნორმების დარღვევას ითვალისწინებდა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები