კალაძის თქმით, ელისაშვილი “ნადვილად არ არის მისი მთავარი კონკურენტი”, თუმცა, მისივე თქმით, დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს.

კალაძის თქმით, ელისაშვილი “ნადვილად არ არის მისი მთავარი კონკურენტი”, თუმცა, მისივე თქმით, დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს.

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის – ალექსანდრე ელისაშვილის შეთავაზებას უპასუხა, რომელიც სატელევიზიო დებატებს შეეხება.

კალაძის თქმით, ელისაშვილი “ნადვილად არ არის მისი მთავარი კონკურენტი”, თუმცა, მისივე თქმით, დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს.

“ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი. ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელისშვილმა კალაძე ტელედებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ამის შესახებ მან Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ის ნებისმიერ არხსა თუ ფორმატში მასთან დებატებისთვის მზადაა.

ელისაშვილმა კალაძე დებატებში 3 ოქტომბერსაც გამოიწვია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები