კალაძე-“მინდა, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს – საარჩევნო ამოცანის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს”

კალაძე-“მინდა, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს – საარჩევნო ამოცანის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს”

“მინდა, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს – საარჩევნო ამოცანის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს”, – ამის შესახებ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კახა კალაძემ საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს, რათა დედაქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოხერხდეს.

“მადლობა თანამებრძოლებს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ქალაქის გალამაზებაზე, მოწესრიგებაზე. ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოგვეცემა უფლებამოსილება, შევუდგეთ საქმიანობას. თუმცა, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თითოეულმა ჩვენგანმა.

ჩემთან მიმართებაში გეტყვით, რომ ამ პერიოდს გამოვიყენებ, რათა შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რათა უკვე მომზადებული ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელიც გვაქვს მომზადებული და წარმოდგენილი გვქონდა წინასაარჩევნოდ. ზოგადად ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლებია განმავლობაში, მათთან კარგი ურთიერთობით, თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები განხორციელდეს. ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მივიდეთ მერიაში, საკრებულოში, უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, ნაბიჯების გადადგმას. მნიშვნელოვანია ერთობა და გუნდურობა. მარტო მე და მერია ვერაფერს გავაკეთებთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
ინგა ქვარცხავა

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები