კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა – მსახიობის ფოტო კლინიკიდან

კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა – მსახიობის ფოტო კლინიკიდან

მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კახი კავ­სა­ძის ძმამ, იმე­რი კავ­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მსა­ხი­ო­ბის კლი­ნი­კი­დან გა­მო­წე­რა ჯერ არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სია.

“გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არის. უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. პი­რა­დად მე მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ მაქვს, რად­გან ის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია და მე იზო­ლა­ცი­ა­ში ვარ, მაგ­რამ კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს ლე­ვან რა­ტი­ან­თან. გა­მო­წე­რა ჯერ არ იგეგ­მე­ბა, არც არის სა­ჭი­რო ასე­თი სიჩ­ქა­რე, მთა­ვა­რია უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, და­დე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი და სჯობს ნელ-ნელა, აუჩ­ქა­რებ­ლად მი­ვი­დეს საქ­მე გა­მარ­ჯვე­ბამ­დე“, – გა­ნა­ცხა­და იმე­რი კავ­სა­ძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები