თბილისის მერობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ თბილისი მერის თანამდებობაზე ალეკო ელისაშვილს კახა კალაძის არჩევა ურჩევნია. ასე უპასუხა ინაშვილმა გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანის კითხვას – თუ ის ვერ გადავიდოდა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ვის სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს.
“კახი კალაძე მირჩევნია, გულწრფელად გეუბნებით. არა, რატომ გაგეხარდათ თუ აღფრთოვანდით ასე? ალეკო ელისაშვილს მირჩევნია კახი კალაძე, მარტივად გეუბნებით, მაგრამ კალაძეს მირჩევნია ირმა ინაშვილი. მე მინდა, რომ კალაძეს მოვუგო ამ პროცესში. ჩემს თავს ვგულშემატკივრობ”, – განაცხადა ინაშვილმა.
თბილისის მერის არჩევნები, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართება კახი კალაძე ქართული ოცნების სახელით იყრის კენჭს, ალეკო ელისაშვილი კი დამოუკიდებელი კანდიდატია
მსგავსი სიახლეები
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში და მიზანმიმართულად ხდება, რომ შეხვედრები სამუშაო საათების შემდეგ იგეგმება.

პრემიერი-„მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი“
