კახეთში სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, პასუხების გადამოწმება PCR ტესტით მოხდება, რაც ოქროს სტანდარტია.

“ჩვენ სწრაფი ტესტები ჩავატარეთ ანტისხეულებზე, ეს სულ სხვა მეთოდია და 3 მათგანი აღმოჩნდა დადებითი, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს PCR  ტესტებით,რაც ოქროს სტანდარტია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ კახეთში დღეს, კორონავირუსის პირველი ფაქტი  ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირებული 50 წლამდე ქალია და ის სასწრაფო დახმარების და კლინიკა “ევექსის” ექიმია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები