კახეთში, გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
როგორც „კვირას“ რეგიონული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მომხდარის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
“კვირას” ინფორმაციით, დაშავებულები გურჯაანში „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძემ, ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რუს ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
