კახა კუჭავა – ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია

კახა კუჭავა – ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია

2015 წლის 13 ივნისი – ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, – ამის შესახებ Facebook-ზე კახა კუჭავა წერს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მთელს საქართველოს. ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება“, – წერს კუჭავა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები