კახა კუჭავა – შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში და ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად

კახა კუჭავა – შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში და ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად

გადავწყვიტე დავტოვო სპიკერის თანამდებობა, თუმცა, შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში და ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად, – ამის შესახებ კახა კუჭავამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგესალმებით, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სპიკერის თანამდებობა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთი თვეა ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ. ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა. რა თქმა უნდა დეტალებზე აქ არ ვისაუბრებ, რადგან წელს თქვენ გაიგებთ ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვფიქრობ, დიდწილად შევძელი ამის გაკეთება და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, ირაკლი კობახიძეს და მთელ გუნდს იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილი წარმატებით გააგრძელებს და დარწმუნებული ვარ ბევრ სიახლესაც შემოგვთავაზებს. მე მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებით იზეიმებს გუნდიც და საქართველოც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები