კახა კუჭავა – კარგია, რომ პარლამენტში შემოხვედით, თუმცა ასევე აუცილებლად ვთვლი, ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს

კახა კუჭავა – კარგია, რომ პარლამენტში შემოხვედით, თუმცა ასევე აუცილებლად ვთვლი, ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს

ვისურვებდი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და გახდეს ერთ-ერთი მხარე ამ შეთანხმების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„შემდეგ უფრო გექნებათ უფლება ისაუბროთ, იმ სულისკვეთებაზე რომელიც გააჩნია ამ დოკუმენტს. მე არაერთხელ მითქვამს და ისევ ვიმეორებ, კარგია რომ პარლამენტში შემოხვედით, მუშაობა დაიწყეთ თუმცა ასევე აუცილებლად ვთვლი თქვენი მხრიდან ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც წარმოადგენს ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით ავიღეთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები