კახა კუჭავა: იმედია, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება

კახა კუჭავა: იმედია, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება.

„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ამ კუთხით ყველა მაღალი რანგის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი. ერთ-ერთი ასეთი განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმაც გააკეთა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები