კახა კუჭავა – დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს

კახა კუჭავა – დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს

დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს, ელჩი და სახე ჩვენი ქვეყნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ძლიერები, წელში გამართულები იყვნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერები, წელში გამართულები, რადგან ზუსტად ასევე დაინახავს ყველა საქართველოს, როდესაც შეხედავენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები