კახა კუკავა- „არანაირად არ მინდა ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ვინმე მიზანმიმართულად, არასწორად აკეთებს რაიმეს ამ ინტერაქტივზე“
„არანაირად არ მინდა ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ვინმე მიზანმიმართულად, არასწორად აკეთებს რაიმეს ამ ინტერაქტივზე“, – ამის შესახებ თბილისის მერის არჩევნებში დემოკრატიული მოძრაობისა” და “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა კახა კუკავამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -სგან ინტერაქტივის ეთერიდან მოხსნა მოითხოვა.
კახა კუკავამ გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა.
„გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით, მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა, მიდის ინტერაქტივი, არანაირად არ მინდა ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ვინმე მიზანმიმართულად, არასწორად აკეთებს რაიმეს ამ ინტერაქტივზე, უბრალოდ, თვითონ მეთოდია ისეთი, რომ ვერანაირად ვერ ასახავს ადექვატურად საზოგადოებრივ აზრს, ამაში შეიძლება ჩემი კონკურენტებიც დამეთანხმონ.
მაგალითს მოვიყვან, წინა ეთერში 0,4% ჰქონდა გოგი წულაიას, ბევრი მისი კონკურენტის სახელი და გვარი არ იციან ქუთაისში და მათ 2 ნიშნა პროცენტები დაეწერათ; იმავდროულად, ეს ინტერქტივი ფსიქოლოგიურად ახდენს არასწორ ზეგავლენას ამომრჩეველზეც და თუ ჩემი კონკურენტებიც არ იქნებიან წინააღმდეგნი, გთხოვდით, რომ ეს ინტერაქტივი, რომელიც არასწორ ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველზე, მოხსნილი იქნეს დღევანდელი ეთერიდან“, – განაცხადა კახა კუკავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში მიმდინარე ტელედებატებში.
მსგავსი სიახლეები

„საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს კანონის წინაშე-მამუკა ბახტაძე

ნათია მეზვრიშვილი: თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს მას

მამუკა ბახტაძე: 20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანისა – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის

“საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება”-პრემიერი
