კახა კალაძის თქმით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მოძრაობა ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე შეიზღუდება.

კახა კალაძის თქმით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მოძრაობა ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე შეიზღუდება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მოძრაობა ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე შეიზღუდება. როგორც მან აღნიშნა, გუშინდელმა ნალექმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ქუჩების სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია.
​მისივე თქმით, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროცესს ჩამოყვანილი უცხოელი სპეციალისტები დააკვირდებიან.
„ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, ატენის ქუჩამდე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ სრულად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ მოასფალტება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები. ამ მიმართულებით, ჭავჭავაძეზე გვაქვს მძიმე მდგომარეობა. საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძეს ვერ გადავკეტავდით, მოხდება ლოკაციების შერჩევა და ადგილების გადაკეტვა. პირველი ეტაპი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე გვაქვს. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები