კახა კალაძის თქმით,სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებშია

კახა კალაძის თქმით,სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებშია

თბილისის მერის თქმით, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების გარდა ოპოზიციასაც ეკისრება. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებშია.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს წინა არჩევნების პირობებში ხდებოდა“, – აღნიშნა მერმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები