კახა კალაძის თქით ის საკუთარ გუნდს მას შემდეგ წარადგენს, როდესაც კანონის შესაბამისად საქმიანობის დაწყების უფლება მიეცემა

კახა კალაძის თქით ის საკუთარ გუნდს მას შემდეგ წარადგენს, როდესაც კანონის შესაბამისად საქმიანობის დაწყების უფლება მიეცემა

კახა კალაძის თქით ის საკუთარ გუნდს მას შემდეგ წარადგენს, როდესაც კანონის შესაბამისად საქმიანობის დაწყების უფლება მიეცემა. თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც კახა კალაძეს წინასაარჩევნოდ ქონდა წარდგენილი:

„უნდა დასრულდეს არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში ტარდება მეორე ტური და სანამ საბოლოო შედეგი არ იქნება და არ გამოცხადდება არჩევნები დამთავრებულად, მე არ მაქვს უფლებამოსილება ვაწარმოო ჩემი საქმიანობა. როდესაც დასრულდება ყველაფერი, მე წარმოვადგენ ჩემს გუნდს, ადამიანებს, ვინც გააგრძელებს მუშაობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, იმუშავებს იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და რომელიც გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ და ვპირდებოდით მოსახლეობას.“ – განაცხადა კახა კალაძე

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები