კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის არჩეული კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. მისი თქმით, ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება:

“აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები. ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. ამ რეფორმებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მოგვენიჭება”,- განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები