კახა კალაძის განცხადებით, ის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა

კახა კალაძის განცხადებით, ის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„წინასწარ შეწყალებასთან დაკავშირებით არაფერი ვიცოდი, რომ მცოდნოდა, დასამალი რა იყო არც ეს არ მესმის. რაც სიმართლე იყო, ის ვთქვი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს მაშინ, როდესაც არანაირი საერთოდ კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულსაქართველოსთან“. ჩვენ მას არჩევნებში მხარი დავუჭირეთ და გვინდოდა გამარჯვებული ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ის კონკრეტული პარტიები და პიროვნებები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაზე მესიჯებს აჟღერებდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები