“კახა კალაძის განცხადება ემყარებოდა მოცემულ ფაქტებს, რაც რამდენიმე თვეა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს აშკარად რევოლუციურ კამპანიას”

“კახა კალაძის განცხადება ემყარებოდა მოცემულ ფაქტებს, რაც რამდენიმე თვეა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს აშკარად რევოლუციურ კამპანიას”

“კახა კალაძის განცხადება ემყარებოდა მოცემულ ფაქტებს, რაც რამდენიმე თვეა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს აშკარად რევოლუციურ კამპანიას”, ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„არსებობს კამპანია – რევოლუციური, არსებობს კამპანია – საარჩევნო, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს აშკარად რევოლუციურ კამპანიას. ამას ადასტურებს „დოიჩე ველესთან“ მათი კანდიდატის აღიარებითი ჩვენება, ამას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ამ წამინდელი ჩვენება და ამას ადასტურებს მათი პიარტექნოლოგის შკლიაროვისგანცხადებაც, რომლებიც ღიად აანონსებენ რევოლუციას.
სააკაშვილმა ამ წუთებში განაცხადა, რომ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება აღარ იქნება. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, დაშვებული, ნებისმიერ კანონდარღვევას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება და საზოგადოების მუდმივ სტრესში მყოფებისთვის, მუდმივად დაძაბულ გარემოში ცხოვრებისთვის არის ეს მესიჯები, რომელსაც გასაქანი არ მიეცემა არც ერთ შემთხვევაში“,- აღნიშნა დავითულიანმა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურის მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას“. კალაძის თქმით, კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები