კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელსაც კომპენსაცია არ მიუღია.

„მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს. მინდა მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ ადამიანების კომპენსაციით დაკმაყოფილება უმოკლეს ვადებში მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დახმარების გარეშე არცერთი დაზარალებული ოჯახი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები