კახა კალაძემ საზოგადოებას, სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა

კახა კალაძემ საზოგადოებას, სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას, სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა მომავალში ზედამხედველობის პროცესი უფრო შედეგიანი გახდეს.
„ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე. მე მგონია, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და პლაკატები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნება გაკრული, უნდა ჩამოხსნან, რადგან ეს ყველფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის მომზადება დაავალა.
„არამხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, ყველასთვის მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად იხმარება სიტყვები უსისტემო, უკანონო, ქაოსური. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია და ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ და შევცვალოთ. ამიტომაც, ზედამხედველობის, როგორ ინსტიტუციის გაძლიერება და დახვეწა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მინდა დავავალო დედაქალაქის ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, რომ განვახორციელოთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, გავაძლიეროთ, უფრო მობილური გავხადოთ, გადავამზადოთ იქ მომუშავე ადამიანები, ყველანაირი აღჭურვილობა, რაც საჭიროა ამისთვის, ეს იქნება კამერები, ფორმები, ავტომანქანები, შეიძინეთ. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური და უმაღლეს დონეზე განახორციელონ საზედამხედველო ფუნქციები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი და დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები