კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.იხილეთ ვიდეო

კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.იხილეთ ვიდეო

კალაძის პროგრამაში მოხვდა ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე გადმოსასვლელი ესტაკადაც.

ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც თბილისის მერმა 2017 წლის ივლისში „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი სხვა უფრო პრიორიტეტული პროექტების გამო ჯერ ვერ განხორციელდებოდა.

 

„რადგან სხვა პროექტები უფრო პრიორიტეტული იყო, მათ შორის პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, წლევანდელი პროექტების ნუსხაში ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი არ დევს, თუმცა მომდევნო პერიოდში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ვაშლიჯვრის ესტაკადის ტექნიკური პროექტი მომზადებულია, მას ექსპერტიზა აქვს გავლილი. პროექტი მზადაა იმისათვის, რომ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში ის განხორციელდეს, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს იგეგმებოდა. ამ გზას მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა სატრანსპორტო კვანძები. 2016 წლის ბოლოს დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის.

 

მიუხედავად იმისა, რომ მარშალ გელოვანის ქუჩას ორმხრივი მიმართულების გზა აქვს, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლია, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს სარაჯიშვილის ქუჩაზე უერთდებიან და გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში გამოდის. ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და შუქნიშნების მიუხედავად, სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი, რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გრძელდება.

 

 

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები