კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ისაუბრა

კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ისაუბრა

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ისაუბრა და თქვა, რომ გარკვეული რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება, რაც მისთვის მიუღებელია:

“ეს არის ნომერ პირველი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა მარშრუტკებში, ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს”.

მისი განცხადებით, მუშაობა რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებითაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით ხედვასა და გეგმას, საკრებულოსთან ერთად, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის სანქციების გაზრდა საჭიროა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები