კახა კალაძემ პრემიების თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კახა კალაძემ პრემიების თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ პრემიების თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც პრემია-დანამატის ფორმას ეხება. გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს, რომ დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვროს.

“პრემია არის წახალისება, რასაც მე მივესალმები. ამის აუცილებლობა არსებობს. უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ თანამშრომელი, რომელიც შენს სტრუქტურაში მუშაობს, წაახალისო.  თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი და შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული,” – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები