კახა კალაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერმინისტრსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერმინისტრსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერმინისტრსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო.
დედაქალაქის მერმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა ფაშიზმისგან სწორედ მათმა თავგანწირვამ იხსნა.
„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ომის ვეტერანებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თავიანთი თავგანწირვისა და გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს. 74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხაროა, რომ ჩვენი ვეტერანები ყოველწლიურად გვაკლდება. მათ, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და სიძლიერეს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“, “თბილისის მერიის პირველი სახელოვნებო სკოლის ბიჭუნათა კაპელა” და თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი მონაწილეობდნენ.
ვაკის პარკში, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები