კახა კალაძემ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

კახა კალაძემ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მან ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ ამ ადამიანების თავგანწირვით, კაცობრიობამ დაამარცხა ფაშიზმი.
მისივე თქმით, მერია აგრძელებს დახმარებების გაცემას ომის ვეტერანებზე და მარჩენალდაკარგულებზე.
“მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და 9 მაისი იქცა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. ჩვენი ომის ვეტერანების ღვაწლი ძალიან დიდია. თბილისის მერია, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება, აგრძელებს დახმარებების გაცემას ომის ვეტერანებზე, მარჩენალდაკარგულებზე და წელსაც ხდება ამ დახმარებების გაცემა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები