კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა ყურადღება.

კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა ყურადღება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა ყურადღება.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ზეიმობს შობის დღესასწაულს, რომელიც არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის, იმედის ზეიმი და ჩვენ ჩვენი არსით, ჩვენი მრწამსით, ჩვენი ცხოვრებისეული წესით უმდა ავირჩიოთ გზა, რომელიც არის მაცხოვრის გზა.

ეპისტოლეში ყურადღება იყო გამახვილებული ნარკოპოლიტიკაზე. ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას ძალიან ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები, არსებული რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული.

მე მზად ვარ, იმისთვის რომ ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო იმაში, რომ პოპულარიზაცია გავუწიო ჯანსაღი ცხოვრების წესს. რაც შეეხება ზოგადად, სარეაბილიტაციო ცენტრების გაკეთებას, ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მგონია, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები