კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საკანალიზაციო ჭების საკითხის გადაჭრა დაავალა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საკანალიზაციო ჭების საკითხის გადაჭრა დაავალა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საკანალიზაციო ჭების საკითხის გადაჭრა დაავალა.
მისი თქმით, საკანალიზაციო ჭების თავები ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებს.
„საკანალიზაციო ჭების თავები წარმოადგენს ორმოებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა მძღოლებისთვის. მესმის, რომ ეს არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული კომპანიების საკუთრებაა, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ირაკლი ბენდელიანს ვავალებ, უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქუტურა მოწესრიგებულია, პრობლემა მოგვარდეს, ხოლო იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები