კახა კალაძემ გამგებლებს მოუწოდა, მოსახლეობისთვის ქარის შედეგად მიყენებული ზარალი მოკლე დროში შეისწავლონ

კახა კალაძემ გამგებლებს მოუწოდა, მოსახლეობისთვის ქარის შედეგად მიყენებული ზარალი მოკლე დროში შეისწავლონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ.

ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.

„ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც, გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია“, – მიმართა კახა კალაძემ გამგებლებს.

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები.

ასევე, სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა, ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები