კახა კალაძემ დიდ დიღომში მდებარე ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა.

კახა კალაძემ დიდ დიღომში მდებარე ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა.

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე მეორე ავტობაზაში იმყოფებოდა, სადაც ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა.

დედაქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„დავათვალიერეთ არსებული ავტობაზა. ზოგადად, ტრანსპორტის განახლება ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი იქნება. საზოგადებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც უნდა გავხადოთ. მომდევნო წლების განმავლობაში, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლებას ვაპირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 143 ავტობუსი, რომელიც თბილისის მერიამ დედაქალაქში შემოიყვანა, მისასალმებელია, თუმცა ეს მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის.

“შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი, ყვითელი ავტობუსების პარკი ჩანაცვლდეს“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა მანამდე, აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. დიდ დიღომში მდებარე ავტობაზამდე კი, კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები