კახა კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა

კახა კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო“,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი სამსახურების მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ამასთან კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ყველაფრისთვის მზადაა. „ეს მათი ხელწერაა, ჩვეულებრივი პროცესია უკვე, იმდენად შეგუებულნი ვართ ამას, იმდენად ვიცით მათი მოქმედებების არეალი და ზოგადად, რა მიდგომები აქვთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ“,- განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები