კახა კალაძე: თუ ეს კომპანია 2 კვირაში პროექტს არ დაასრულებს, გააბრძანეთ!

კახა კალაძე: თუ ეს კომპანია 2 კვირაში პროექტს არ დაასრულებს, გააბრძანეთ!

თბილისის მერმა კახა კალაძემ, შპს “მშენებელი 2019”-ს ორკვირიანი ვადა მისცა მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაციის დასასრულებლად.

„მუხიანში უნდა დამთავრებულიყო მუხიანის მეოთხე „ა“ მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დასრულებულიყო [ატარ სკვერის მშენებლობა, რომელის დაახლოებით 1000 კვად რატამდეა. თუმცა, ნამდვილად გულდასაწყვეტია, მე ყველაფერი მესმის, ყველა გარემოება, პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში არ გაგვჩერებია არანაირი მუშაობა და ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოები.
შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები როგორი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ, სამუშაოები არცერთ პროექტზე არ შეჩერებულა.
ეს კონკრეტული პროექტი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო დასრულებული, იქ დრეს არის კატასტროფული მდგომარეობა. აბსოლუტურად მიგდებული, ყურადღებას არავინ აქცევს. ეს კონკრეტული კომპანია არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს. და დღეს გვაქვს ასეთი მდგომარეობა. გაუბედურებული. სკვერი რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად სანაგვედ არის ქცეული. წყალი დგება. აქ არ ვიცი ადამიანი როგორ უნდა ჩავიდეს, როგორ დაისვენოს, რა დასვენებაზეა ლაპარაკი, გავლა არის შეუძლებელი.
მინდა გამგებელსაც დავავალო, ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ კონკრეტული კომპანი დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო. დაესწარით ამ შეხვედრას, დაიბარეთ ეს კომპანია და მიეცით ორი კვირის ვადა.
ორი კვირის განმავლობაში თუ ეს პროექტი არ იქნება დასრულებული, შეგიძიათ გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები ვერ უნდა იღებდნენ მუნიციპალიტეტისა და გამგეობის ტენდერებში მონაწილეობას.
გასული წლის განმავლობაში ჩვენი ძალინ ბევრი კომპანია გავაშავეთ და არავის მიცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები