„კახა კალაძე შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმების განხორციელებას განაგრძობს, რაც პირადად ჩემთვის, ნამდვილად არ არის სიურპრიზი“-ილია წულაია

„კახა კალაძე შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმების განხორციელებას განაგრძობს, რაც პირადად ჩემთვის, ნამდვილად არ არის სიურპრიზი“-ილია წულაია

„კახა კალაძე შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმების განხორციელებას განაგრძობს, რაც პირადად ჩემთვის, ნამდვილად არ არის სიურპრიზი“, – ამ განცხადებით შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ, თბილისის მერის მიერ დღეს წარდგენილი „ღამის ეკონომიკის“ პროექტი.
ილია წულაია დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კახა კალაძე და თბილისის მერია ქალაქისთვის მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას შეძლებს.
„დღეს გაკეთებული პრეზენტაცია ღამის ეკონომიკის შესახებ და ის ამბიციური გეგმები, რაც მერიას აქვს თბილისთან დაკავშირებით ნამდვილად შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განხორციელება არამხოლოდ თბილისის და თბილისელებისთვის იქნება ეკონომიკური სარგებლის მომტანი, არამედ, ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე იქონიებს ძალიან დიდ, პოზიტიურ იმპულსს.
მე მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კახა კალაძე და თბილისის მერია ქალაქისთვის მრავალი წარმატებული პროექტის ინიცირებას და განხორციელებას მოახდენს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები