კახა კალაძე სანზონის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა

კახა კალაძე სანზონის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, სანზონის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველდღიურად გრძნობს. მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა კახა კალაძის თქმით, მოსახლეობის ნდობა არის დიდი სტიმული კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტის განსახორციელებლად.

გპირდებით, რომ მომავალში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, არა მხოლოდ მასშტაბური პროექტების სახით, არამედ ვაპირებთ, შევიდეთ ყველა უბანში, სადაც უნდა მოვაწყოთ სპორტული მოედნები, გავაჩინოთ რეკრეაციული სივრცეები და მოვაწესრიგოთ სკვერები. ეს კონკრეტული უბანი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა სივრცე, თუმცა, არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. დავიწყეთ მისი განახლება და ეს მიდგომა გვინდა, ყველა რაიონსა და უბანში გადავიტანოთ, რომ ქალაქში, რაც შეიძლება მეტი მწვანე და დასასვენებელი სივრცეები გავაჩინოთ. ვახორციელებთ თემქის ხევში პარკის მოწყობის პროექტს, რომელიც დედაქალაქში ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე იქნება. ასევე, ვაპირებთ თბილისის ზღვის მიდამოების განვითარებას, რათა ნაძალადევში დამატებითი მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

სანზონის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაიონში სხვადასხვა პროექტის განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენი საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით სანზონაში, სადაც მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. აქ იქნება ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე, რომლითაც ყველა თაობის წარმომადგენელი ისარგებლებს. ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მართლაც დაუღალავად ვიშრომეთ და გვაქვს სურვილი და ამბიციაც, რომ თბილისისა და თბილისელებისთვის პოზიტიური საქმიანობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განვაგრძოთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანზონის დასახლებაში, N19-N20 კორპუსებს შორის არსებულ სპორტულ მოედანს (1 050 კვ.მ ფართობი), მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა, ბილიკები, ფანჩატური, განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და საპარკე ინფრასტრუქტურა. დაირგვება 684 ძირი ხე-მცენარე და მოეწყობა ბალახის საფარი. პროექტის ღირებულება 778 000 ლარია.

სანზონის დასახლებაში თბილისის მერობისა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები