კახა კალაძე: სამთავრობო ცვლილებები მაშინ იქნება, როცა ამის საჭიროება და დრო დადგება

კახა კალაძე: სამთავრობო ცვლილებები მაშინ იქნება, როცა ამის საჭიროება და დრო დადგება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი სისულელეა და ცვლილებები მაშინ განხორციელდება, როცა ამის დრო და საჭიროება იქნება.
„ეს არის სისულელე. კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ ამ სისულელეზე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება”, – ამბობს კალაძე.
ჟურნალისტების კითხვის, თუ რატომ საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებზე, საპასუხოდ თბილისის მერმა განაცხადა, რომ როცა ამის დრო დადგება, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი.
„იქნება, იქნება, როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები