კახა კალაძე- საკრებულოსთან მიმდინარე პროცესები მიზანმიმართულად დაგეგმილი უნიჭო სპექტაკლია
პარტია „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესები მიზანმიმართულად დაგეგმილი უნიჭო სპექტაკლია.
მისივე თქმით, პროექტები, რომელიც ხორციელდება საუკეთესო პროექტებია და ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას.
„დაახლოებით 400 მილიონი იხარჯება თავად ამ პროექტების განხორციელებაში, 18 000-მდე ადამიანი არის დღეს დასაქმებული და როდესაც პროექტები დასრულდება დაახლოებით 18 00-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ყველაფერ ამას ეწინააღმდეგებიან ესენი, თუმცა ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეწინააღმდეგება ქალაქის განვითარებას, ქალაქის წინსვლას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვუვლით, ტრანსპორტის პრობლემასაც მოვაგვარებთ, ურბანულ განვითარებასაც მივხედავთ, სოციალურ-ჯანდაცვის მიმართულებასაც მივხედავთ და სამუშაო ადგილებსაც შევქმნით. საკრებულოსთან მიმდინარე პროცესები კი მიზანმიმართულად დაგეგმილი უნიჭო სპექტაკლია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას საარჩევნოდ ტემპერატურის აწევა უნდა, რადგან იციან რეიტინგები და ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად.
მსგავსი სიახლეები
გიორგი მარგველაშვილი-ოკუპაცია იყო ისტორიული უსამართლობა და საქართველოსთვის ერთგვარი დასჯა თავისუფლების დამოუკიდებლობის იდეალებისკენ სწრაფვისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორს კრისტიან მარს შეხვდა.
