კახა კალაძე-“სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება”

კახა კალაძე-“სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება”

“სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, სახელფასო ფონდი იზრდება.
მან ყოველივე ამას სიცრუე უწოდა.
„ოპოზიცია არა, ამას საუბრობს გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, დეგრადირებული ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის გამარგინალებული პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის დიდი ტყუილი და სიცრუე. სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები