კახა კალაძე – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს

კახა კალაძე – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველამ ნახა, როგორ არის აღჭურვილი არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, თავისი ტექნოლოგიებით და ექიმების ჯგუფებით.

„ძალიან ბევრს ვისმენთ, ყველა განსხვავებულს საუბრობს, თუმცა ერთი მარტივი რამ ვერ მოვისმინეთ. ვნახეთ როგორაა აღჭურვილი არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, თავისი ტექნოლოგიებით, თავის ექიმების ჯგუფებით. ვერ მოვისმინეთ, რა არის საჭირო, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი პატიმარმა უპრობლემოდ გაიაროს. ერთადერთი კლინიკა, ეს არის მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, თქვან ექიმებმა და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მოშიმშილე პატიმრებთან მიმართებაში, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის მიმართებაშიც ყველაფერს გააკეთებს. სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი ყველას მოწოდებაა, რომ ყველა მოშიმშილე ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები