კახა კალაძე: საარჩევნო სისტემაზე ჩვენი მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: საარჩევნო სისტემაზე ჩვენი მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია

საარჩევნო სისტემაზე ჩვენი მხრიდან გაკეთებული შეთავაზება ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

„საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, პირველ რიგში ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მგონია, რომ შეთავაზება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაკეთებული 100/50-ზე ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებზე, რომელიც იმართება ოპოზიციასთან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, გარკვეული შეთანხმებები იქნება მიღწეული“, – განმარტა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები