კახა კალაძე – საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა

კახა კალაძე – საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საახალწლო სოფლის მოწყობა დაახლოებით 700-800 ათასი ლარი ჯდებოდა და ეს რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში.

„მინდა, შევეხო საახალწლო ღონისძიებებს. მინდა, ვისაუბრო საახალწლო სოფელთან დაკავშირებით. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩენ ვიცით, რა რთული ვითარება გვაქვს ქვეყანაში და რა რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიო ებრძვის არსებულ პანდემიას, ვირუსს, „კოვიდ-19“-ს და ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული, ეს არის იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, რადგან ეს ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს. ძალიან დიდი საფრთხე იყო, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით და გაჭირდებოდა ზოგადად კონტროლი, უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ თქვენ არ შეხვიდეთ საახალწლო სოფელში, რადგან ბევრი ხალხია. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საახალწლო სოფელი წელს არ გაკეთდება. ჩვენ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება, ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში. ამისთვის ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს სპეციალური პლატფორმას, უკვე ნახევარი მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი სარეზერვო ფონდიდან და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება. მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ დარიგებას, ეს არის უმწეო მოხუცები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემების ბაზები ამ გაჭირვებული ოჯახების, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოველწლიურად 330 მილიონი ლარი ცოტა მეტი განსაზღვრული ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა დახმარება.

„ერთადეთი მიმართულება, რომელსაც ერთი თეთრი არ მოკლებია არსებული პანდემიის პირობებში, ეს იყო ზუსტად ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანხები უნდა დაიხარჯოს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები