კახა კალაძე სააკაშვილზე – ვაპიპინებინებდი ლამბორჯინიზე

კახა კალაძე სააკაშვილზე – ვაპიპინებინებდი ლამბორჯინიზე

ვაპიპინებინებდი ლამბორჯინიზე, თუმცა ეს არ ახსოვს, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისის მერი მას წლების წინ მანქანით ასეირნებდა. ამ თემაზე კალაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მისი ურთიერთობა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ შეიცვალა.

არ დაიმახსოვრა გირგვლიანთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ეს ძალიან მძიმე იყო. არასდროს მოვრიდებივარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სპორტით ვიყავი დაკავებული. ყოველთვის ვსაუბრობდი თუ რამე კარგი კეთდებოდა ჩემს ქვეყანაში და მიხაროდა და ასევე ვსაუბრობდი იმ ნეგატიური და პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც მაწუხებდა მე და აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, ძალიან არ ესიამოვნათ ის, თუ რაზე გავაკეთე აქცენტები და იქიდან დაიწყო პრობლემები“, – განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კახა კალაძესთან მისი ურთიერთობა არსენალის მთაზე მშენებლობის გამო შეიცვალა და ხანდახან კალაძე მას „ლამბორჯინით“ ასეირნებდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები