კახა კალაძე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს- „დებატები თუ გნებავდათ, დაგეთმოთ ეთერი ჩვენთვის, მოვიდოდით, მაგრამ შეგეშინდათ“

კახა კალაძე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს- „დებატები თუ გნებავდათ, დაგეთმოთ ეთერი ჩვენთვის, მოვიდოდით, მაგრამ შეგეშინდათ“

„დებატები თუ გნებავდათ, დაგეთმოთ ეთერი ჩვენთვის, მოვიდოდით, მაგრამ შეგეშინდათ“,- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაზა ოქუაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას.
„თქვენ დებატები თუ გნებავდათ, გქონდათ ამის შესაძლებლობა, დაგეთმოთ ეთერი ჩვენთვის, მოვიდოდით და ყველა კითხვაზე გაგცემდით პასუხს, მაგრამ შეგეშინდათ. იმიტომ შეგეშინდათ, რომ იცით 2016 წელს რა მდგომარეობაში ჩაგაგდეთ, იცით 2017 წელს რა მდგომარეობაში ჩაგაგდეთ და ყოველთვის ამ მდგომარეობაში გვეყოლებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის თქმით გაუგებარია, თუ რა უნდა ზაზა ოქუაშვილს.
“ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია. ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. როგორც ირკვევა, დავალიანება 6 მილიონი ჰქონდა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც ეკა კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს”, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები