კახა კალაძე – როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს პროტესტის გამოხატვას?

კახა კალაძე – როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს პროტესტის გამოხატვას?

როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ გახანგრძლივდა პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის პროცესი და იყო თუ არა ხელისუფლების მიზანი, 20 ივნისს პარლამენტის წინ მწვანე კედელი ყოფილიყო აღმართული, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას სერიოზული პასუხი არ სჭირდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ეგ ხომ შეუძლებელია, ჩვენ ეგ წლები ყველამ ერთად, წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროტესტი გამოხატონ და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს. დედაქალაქის მერიას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმ კანონის გათვალისწინებით, რაც არსებობს, რომ ვინმეს დართოს ნებართვა ან აუკრძალოს აქციის გამართვა. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლებამოსილება, ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მოითხოვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები