კახა კალაძე-„როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ
„როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კახა კალაძემ პირდაპირ ეთერში ოპონენტებს 2011 წლის 26 მაისი გაახსენა და რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფოტოები აჩვენა.
ამასთან, კახა კალაძემ კონკრეტულად ელენე ხოშტარიას და ზაალ უდუმაშვილს მიმართა:
„როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ თქვენ თუ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას (პირდაპირ ეთერში ააჩვენა 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფოტოებზე და კონკრეტულად, ელენე ხოშტარიას და ზაალ უდუმაშვილს მიმართა) ეს არის რეალური სახე იმ ყველაფრის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. მინდა მივმართო საზოგადოებას – გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე. მათ დაიწყეს ვარდებით და დაასრულეს ცოცხებით და ხელკეტებით, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ შიდა მოხმარებისთვის“ – განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ .
მსგავსი სიახლეები

„ნაცმოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს“

მოქალაქის ცემასა და მის მიმართ ძალადობის განხორციელებაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო -5000 ლარი შეეფარდა

“ქაოსის მსურველი ძალები ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ, დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში”

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების ყოველწლიურ კონგრესში.
