„სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც” – ამის შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.
„შევხვდით სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ.
მსგავსი სიახლეები

მიხეილ ჯანელიძემ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილოება.
კახა კალაძემ თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა.
