კახა კალაძე: რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, გიგი უგულავამ თავად აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი

კახა კალაძე: რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, გიგი უგულავამ თავად აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი

რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ თავად აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, გიგი უგულავას სადავო არაფერი აქვს.

„პოლიტიკასთან რა შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ, დაანახონ საზოგადოებას სიმართლე და რეალობა. შესაბამისად, ვერავინ დაიჩაგრება, ჩვენ არავინ არასდროს დაგვიჩაგრავს და ამას ვერავინ გაბედავს. გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“ ,- განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები