კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არსებული გამოწვევები და პრობლემები მოვაგვაროთ

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არსებული გამოწვევები და პრობლემები მოვაგვაროთ

ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის პრობლემები და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა და ქვეყნის ახალ მთავრობას წარმატებები უსურვა.
„მე, მინდა პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები ვუსურვო. ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის პრობლემები და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა საჭირო, ასევე სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთნ, ახსნა-განმარტებები, თუ რა კეთდება რა არის რეალურად პრობლემები, საბოლოოდ ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზეც ისაუბრა.
„ქართული ოცნება“ თუ რა უმრავლესობას მიიღებს და რა პროცენტს აიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის ეს არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თქვენ იცით, რომ ხორციელდება საარჩევნო სისტემის ცვლილება, რეფორმა ამ კუთხით სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, წარადგინოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები