კახა კალაძე: “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შანსი აქვს, ხმათა უმრავლესობით ხელისუფლებაში მოვიდეს

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შანსი აქვს, ხმათა უმრავლესობით ხელისუფლებაში მოვიდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, “ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც რეალური შანსი აქვს, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში.

„თუკი ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“. გამიჭირდება ციფრებზე საუბარი, თუ რამდენი იქნება ეს პროცენტულად. რთულია, რადგან ეს არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თუმცა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში. დაველოდოთ არჩევნებს. ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები