კახა კალაძე-ქალაქს სჭირდება თანაბარი განვითარება ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე

კახა კალაძე-ქალაქს სჭირდება თანაბარი განვითარება ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე

ქალაქს სჭირდება თანაბარი განვითარება ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ რაიონში – ეს განცხადება “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის ყველა რაიონში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური ცენტრები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა თაობის ადამიანისთვის.

“ქალაქს სჭირდება თანაბარი განვითარება ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ რაიონში. შესაბამისად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ავაშენებთ მულტი ფუნქციურ კომპლექსებს ყველა რიონში, სადაც იქნება საფეხბურთო საკალათბურთო მოედნები, იქნება საცურაო აუზი და რაც მთავარია ეს იქნება ყველა თაობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომი.  მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა პატარებისთვის იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ბაღები გახდა უფასო, ბაღებში პატარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენა ამას მომზადებულები უნდა დავხვდეთ და დაგეგმილი გვაქვს 30-მდე ახალი ევროპული ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა”, – განაცხადა კალაძემ.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები